ვინ ვართ

2015 წელს კომპანია „მაიჯიპიეს“-მა რამდენიმე წლიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ აამუშავა შუქ-დიოდური განათების სიტემების პირველი საწარმოო ხაზი საქართველოში MLED ბრენდით. საუკეთესო კომპონენტებისა და მოხერხებული დიზაინით პირველი სანათები ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და თავიდანვე დაიკავა ადგილი საიმედო პროდუქციის შორის. სანათებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი უმკაცრესი შემოწმება და დამსახურებულად მიენიჭათ TUV SUD-ის ლაბორატორიების მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები CE, ENEC, IK09, IP66, RoHS

კომპანია აწარმოებს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ შუქ-დიოდური პროდუქციის ნაირსახეობას, მათ შორის, ქუჩის, არქიტექტურულ, დეკორატიულ და სპეციალიზებულ განათებებს, რასაც ემატება მაღალი ინტენსივობის შუქმომფენი პროჟექტორები. კომპანიამ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საქართველოში წარმოებული განათების სისტემებით უკვე აღჭურვა 300-ზე მეტი ობიექტი. MLED-ის დიოდური შუქი ანათებს, მრავალ ავტოგასამართ სადგურს, დასახლების ქუჩას, შენობის ფასადს, ღირსშესანიშნავ მონუმენტს და სპორტულ მოედანს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.

საერთაშორისო მხარდაჭერით უზრუნველყოფილი კომპანიის ადგილობრივი გუნდი დაგიმუშავებთ თქვენს წინაშე მდგარი ინდივიდუალური ამოცანის გადაწყვეტას თქვენი სპეციალისტების მონაწილეობით და უმოკლეს ვადაში გიწარმოებთ სასურველ პროდუქტს, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.

კომპანიის მენეჯმენტი
მიხეილ ჩაკაბერია
გენერალური დირექტორი
+995 322 180 180 (100)
დავით ჭიჭინაძე
ოპერაციების დირექტორი
+995 322 180 180 (111)
მარკეტინგი და გაყიდვები
სოფია გოგენია
გაყიდვების მენეჯერი
+995 322 180 180 (119)
საწარმოო დეპარტამენტი
ლაშა მატუა
წარმოების დეპარტამენტის უფროსი
+995 322 180 180 (103)
ბესიკ ჩხაიძე
ტექნიკური კონსულტანტი
+995 322 180 180 (108)