მთავარი
ვინ ვართ ჩვენ
გუნდი
პროდუქცია
ბლოგი
დაგვიკავშირდით
მთავარი
ვინ ვართ ჩვენ
გუნდი
პროდუქცია
ბლოგი
დაგვიკავშირდით
ვინ ვართ ჩვენ
შპს „მაიჯიპიეს“, როგორც პიონერი ავტოპარკის მართვასა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოებაში, დაარსდა 2007 წელს. კომპანიის კომპეტენციაა: GPS მოწყობილობის წარმოება, რეალიზაცია და შემდგომი მომსახურების გაწევა, საწვავის კონტროლი და მართვის სისტემების ავტომატიზირება. ქართულ ბაზარზე ერთადერთია, რომელიც თავად უშვებს ჯიპიეს მოწყობილობებს. მაიჯიპიესი ლიდერია. აქვს დიდი ხნის გამოცდილება ამ სფეროში და ფლობს ბაზრის წილის 57%. წარმომადგენლობა ჰყავს როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მისი წლიური ბრუნვაა 2,5 მილიონი ლარი. დასაქმებულია 35 მაღალ კვალიფიციური პერსონალი.
კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომლითაც მომსახურებას უწევს ასობით კომპანიას და ხელს უწყობს მათ შეუფერხებლად აკონტროლონ ათასობით სატრანსპორტო საშუალება 24 საათის განმავლობაში. აქტიურად ესწრება მსხვილ ტექნოლოგიურ გამოფენებს დარგში არსებული სიახლეებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების კომპანიის საქმიანობაში დასანაერგად. მაიჯიპიესი ქმნის ბიზნეს აპლიკაციებს, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად მოერგოს ნებისმიერი საქმიანობის სფეროს. მცირე დროში შესაძლებელია პროგრამა ადაპტირდეს მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.
ჩვენი გუნდი
კომპანია გამოირჩევა გუნდური მუშაობით რაც წარმატების უდავო საწინდარია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ შემოგთავაზოთ სრულყოფილი და თქვენთვის საუკეთესო სერვისი, ფასი და ხარისხი. დააყენეთ ჯიპიესი და გაიმარტივეთ კონტროლი. თქვენ შეძლებთ შეამციროთ ავტოპარკის შენახვის ხარჯები და გაიუმჯობესოთ სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი. მიიღოთ სასურველი ინფრომაცია შეუფერხებლად 24 საათის განმავლობაში, კონტროლი არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვა 195 ქვეყანაშია შესაძლებელი. თამამად თქვით, რომ იყენებთ GPS ტექნოლოგიებს და ზრუნავთ თქვენი სერვისის ხარისხსა და დროულობაზე.
ჩვენი პროდუქცია
სიახლეები
დაგვიკავშირდით
წაშლა
დაგვიკავშირდით

ქ თბილისი, ნოდარ ბოხუას 6 ,0159

info@mled.ge / +995 32 2 180 180