პროექტები
ქართული ლედ პროჟექტორით განათებული ქართლის დედა
თბილისის შუაგულში ჩადგმული ქართლის დედის მონუმენტი ათწლეულებია გახდა ქართველის თავისუფალი ბუნების სიმბოლო, რომელიც ორ მიდგომაში გამოიხატება ქვეყნის უცხოელი სტუმრის მიმართ: მტრისთვის მტრულად დახვედრა იარაღით ხელში, ხოლო მოყვასის მიმართ - ღვინით სავსე თასით ხელში. ქართველი დედის მიერ შვილის ამ შემართებით აღზრდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არჩევანი გახდა და სწორედ ამიტომაც ეს ქმნილება თბილისის თავზე ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს და მის ბინადართ.
შპს „მაიჯიპიეს“-ის წარმოებულმა შუქმომფენმა პროჟექტორებმა უზრუნველყვეს მონუმენტის მშვენიერი ხილვადობა ღამის საათებშიც, თვითმფრინავიდან თუ შორი მანძილიდან. საუკეთესო ხარისხის პროჟექტორები უკვე წლებია შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და წარმოადგენენ საქართველოში წარმოების კიდევ ერთ ხაზს.