პროექტები
ქართული ლედ პროჟექტორით განათებული ქართლის დედა
თბილისის შუაგულში ჩადგმული ქართლის დედის მონუმენტი ათწლეულებია გახდა ქართველის თავისუფალი ბუნების სიმბოლო, რომელიც ორ მიდგომაში გამოიხატება ქვეყნის უცხოელი სტუმრის მიმართ: მტრისთვის მტრულად დახვედრა იარაღით ხელში, ხოლო მოყვასის მიმართ - ღვინით სავსე თასით ხელში. ქართველი დედის მიერ შვილის ამ შემართებით აღზრდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არჩევანი გახდა და სწორედ ამიტომაც ეს ქმნილება თბილისის თავზე ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს და მის ბინადართ.
შპს „მაიჯიპიეს“-ის წარმოებულმა შუქმომფენმა პროჟექტორებმა უზრუნველყვეს მონუმენტის მშვენიერი ხილვადობა ღამის საათებშიც, თვითმფრინავიდან თუ შორი მანძილიდან. საუკეთესო ხარისხის პროჟექტორები უკვე წლებია შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და წარმოადგენენ საქართველოში წარმოების კიდევ ერთ ხაზს.
ავლაბრის კლდის სილუეტის ფერადი შუქმომფენი პროჟექტორული განათება
დასახლების სილუეტური სახე ხშირად ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ხდება და აძლიერებს მნახველისთვის ესთეტიკურ სიამოვნებით მიღებულ შთაბეჭდილებას. იგივე დანიშნულება შეიძლება შეიძინოს ქალაქის ნებისმიერმა უბანმა. თბილისში ერთ-ერთი ასეთი სანახაობა არის ავლაბრის კლდეზე გადმოკიდებული XVIII-XXI საუკუნეების არქიტექტურით აგებული შენობები. ქალაქ თბილისის გადაწყვეტილებით სწორედ ამ კლდის სილუეტური ფონი გახდა სასიამოვნოდ გამოკვეთილი ღირშესანიშნაობა ქალაქის სტუმრებისა თუ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
შპს „მაიჯიპიეს“-ის მიერ საქართველოში წარმოებული ფერადი შუქმფენი პროჟექტორული განათებით აღნიშნული სილუეტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ღამის საათებში ფოტო სესიების ჩასატარებლად და დაუვიწყარი მოგონებების ქართული შუქით გასაფერადებლად.
კომპანიისთვის მოცემული პროექტი კიდევ ერთი წარმატებული დანამატი გახდა საქართველოში წარმოებული საუკეთესო ხარისხის ფერადი შუქმფენი პროჟექტორების ხაზისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურული განათება
2019 წლის მაისში ქალაქ თბილისის მერიამ განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის და მიმდებარე ქუჩებისა და მოედნების სრული რეაბილიტაცია ახალი სული ჩაბერა რა თბილისის ამ ძველ უბანს.
შპს "მაიჯიპიეს"-ის მიერ წარმოებული არქიტექტურული განათების ელემენტები დამონტაჟდა ყველა შენობის ფასადებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რამაც დამატებითი იდუმალი და საინტერესო სახე შესძინა ამ უბნის სულს ღამის საათებში. დამონტაჟებული სანათები აღჭურვილია ინდივიდუალური დიმირების სისტემებით, რაც საშუალებას აძლევს ქალაქის სამსახურს სურვილისებრ არეგულირონ განათების ინტენსივობა და დამატებითი სიხალისე შემატონ აქაურობას ქალაქის სტუმრებისა და ბინადართა სიმყუდროვის უზრუნველსაყოფად. შექმნილი გარემოს ამსახველი სურათები მოხვდა სხვადასხვა ადგილობრივი გამოცემის პირველ გვერდებზე.
შპს „მაიჯიპიეს“-მა ქართული ლედ სანათების წარმოებას დაამატა არქიტექტურული განათების ახალი ხაზი.
 
გორის ქარის ფერმის პროჟექტორული განათება

განახლებადი ენერგიის მოპოვების წახალისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის სახით დადგმული ქარის გენერატორების ფერმა გორში 2018 წელს განათდა საქართველოში წარმოებული ენერგო-დამზოგავი შუქ-დიოდური სანათებით. შუქ-მფრქვევი პროჟექტორებით განათებული გენერატორის 6 ანძის სიკაშკაშე გამოკვეთილად ჩანს 30 კმ-ის მანძილიდანაც, ისევე როგორც, კავკასიონის მთიდან, როგორც ადამიანის მეცნიერული გონისთვის დანთებული ხელთქმნილი შუქურები.

ბათუმის ცენტრალური პარკის განათება

საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული „მექის“, ბათუმის ცენტრალური პარკი 2021 წელს იძენს ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ცენტრალური თავშეყრის ადგილის დანიშნულებას, რასაც თან ახლავს პარკის განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია და ბილიკების გასანათებელი შუქ-დიოდური ფანრების დამონტაჟება. დღეისთვის პარკის სასეირნო ბილიკები საღამოსაც უსაფრთხოდ გაკაშკაშებულია და ელის სტუმრებს მათთვის იდილიური განწყობის შესაქმნელად.

„ხელოვნური მზე“ ბათუმის სტადიონის მოედნისთვის

ბათუმის კლიმატისა და ნიადაგის შემადგენლობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბათუმის UEFA-ას IV კატეგორიის სტადიონის მოედნის მწვანე საფარის გაუმჯობესებული ზრდის უზრუნველსაყოფად მოწყობილიყო „ხელოვნური მზე“, რაც დააჩქარებდა მოთხოვნილი სტანდარტის შესაბამისი ბალახის დროულ ზრდას. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა თავისი უნიკალურობის კავკასიის რეგიონში.

კომპანიის გუნდმა შეძლო შუქ-დიოდური სანათებით აღნიშნული დავალების ბრწყინვალედ შესრულება და ბათუმის სტადიონზე საუკეთესო მწვანე საფარიან მოედანზე უკვე გაიმართა რამდენიმე საერთაშორისო თამაშიც.