მთავარი / სიახლეები / პროდუქტი 3
სამუშაო შეხვედრა შპს „მაიჯიპიეს“-ის ორგანიზებით
სამუშაო შეხვედრა შპს „მაიჯიპიეს“-ის ორგანიზებით

დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს „მაიჯიპიეს“-ის (www.mygps.ge) ორგანიზებით, სადაც კომპანიამ წარადგინა საქართველოში წარმოებული მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტი შუქ-დიოდური სანათი (www.mled.ge). შეხვედრაზე სანათის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები წარადგინა ამერიკული კომპანია CREE-ის (www.cree.com) წარმომადგენელმა აღნიშნა რა სანათის უაღრესად მაღალი სანდოობა და სიცოცხლისუნარიანობა, რაც დაფუძნებულია ქართველი გამომგონებლების ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე. საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა ამერიკული კომპანიის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და ასევე, მსოფლიო წამყვანი ამერიკული ლოგისტიკური კომპანია Arrow-ს (www.arrow.com) ევროპის ხელმძღვანელმა. ყურადღება გამახვილდა ქართული ინტეგრატორების პროფესიონალიზმზე და კავკასიის რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის შექნის ალბათობაზე. კომპანია „მაიჯიპიეს“-მა წარმოადგინა დეტალური გეგმა-ხედვა და გაანგარიშება როგორც ქალაქ თბილისის, ასევე მთელი საქართველოს ქართული პროდუქციით მომარაგების შესახებ. დეტალური გაანგარიშება მოიცავდა 10 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისში 60 მლნ ლარის დანაზოგს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 87 მლნ ლარის დანაზოგზე 10 წლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამის ქვეშ შუქ-დიოდური სანათების გამოყენებით არსებული გარე განათების სისტემის ჩანაცვლება უზრუნველყოფს მრავალ სხვა დამატებით სარგებელებს შორის თვითმმართველობების საბიუჯეტო მნიშვნელოვანი სახსრების გამოთავისუფლებას მათი სხვა მუნიციპალური გამოწვევების მოსაგვარებლად მიმართვის შესაძლებლობით და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებით. ქართული კომპანიის პროდუქციის მიმართ სანდოობა დადასტურებულ იქნა ქართულ პროდუქციაზე CREE LEDs ბრენდის გამოხატვის უფლების მინიჭებით, რაც დამატებითი ხაზგასმაა, რომ ამ პროდუქტის უკან დგას ამერიკული კომპანიის სანდოობა, პრესტიჟი და მსოფლიო იმიჯი. კომპანიის პროდუქციაზე მითითება განთავსდა CREE-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამერიკული კომპანია მზადყოფნას გამოხატავს ქართული საწარმოს გაფართოების შემთხვევაში დამატებითი ტექნოლოგიური და პროფესიული ზედამხედველობის პაკეტის შესთავაზოს, რაც თავის მხრივ ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე ოფიციალური შემოსვლას დაადასტურებს. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ დედაქალაქის მერი, ბატონი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილი, სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორი ბატონ ლევან შონია და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წამომადგენლები. ღონისძიებას სტუმრობდნენ აშშ პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის მაღალჩინოსნები, ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების წარმომადგენლები. კომპანია „მაიჯიპიეს“-ი დღესვე გახდა ამერიკული სავაჭრო პალატის ოფიციალური წევრის, რის შესახებაც განცხადება გააკეთა პალატის წარმომადგენელმა. შეხვედრისას გამოიკვეთა თანამშრომლობის საკმაოდ ბევრი პერსპექტივები ქართული საწარმოს მონაწილეობით უცხოელ პარტნიორებთან ერთად. იხილეთ ფოტოები