Main / Blog
BLOG
დანიური Universal Robots-ის წარმომადგენლობა კავკასიაში
შპს „მაიჯიპიეს“-ი გახდა დანიური მაღალ-ტექნოლოგიური კომპანიის Universal Robots (www.universal-robots.com) დილერი კავკასიაში, რომელიც აწარმოებს ბოლო თაობის კოლაბორაციულ საწარმოო რობოტებს. შპს „მაიჯიპიეს“-ს საკუთარ საწარმოო ხაზში აქტიურად იყენებს აღნიშნული სახეობის რობოტებს. კომპანიის პროფესიონალური გუნდი მოხარული იქნება თქვენთან ერთად განიხილოს თქვენს კომპანიაში არსებული საწარმოო პროცესები და მოგცეთ რჩევები კოლაბორაციული რობოტის მეშვეობით მისი ოპტიმიზაციის თაობაზე. მომსახურება გულისხმობს საწარმოო ხაზის შესწავლას, ოპტიმიზების შესაძლებლობის ანალიზს, რჩევებს და დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რობოტების ადგილზე დანერგვას და საჭირო დაპროგრამებას. ასევე, მომსახურების ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდება თქვენს პერსონალს რობოტის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოსაყენებლად. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 32 2 180 180 ან მოგვწეროთ contact@mygps.ge
Details
სამუშაო შეხვედრა შპს „მაიჯიპიეს“-ის ორგანიზებით
დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს „მაიჯიპიეს“-ის (www.mygps.ge) ორგანიზებით, სადაც კომპანიამ წარადგინა საქართველოში წარმოებული მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტი შუქ-დიოდური სანათი (www.mled.ge). შეხვედრაზე სანათის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები წარადგინა ამერიკული კომპანია CREE-ის (www.cree.com) წარმომადგენელმა აღნიშნა რა სანათის უაღრესად მაღალი სანდოობა და სიცოცხლისუნარიანობა, რაც დაფუძნებულია ქართველი გამომგონებლების ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე. საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა ამერიკული კომპანიის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და ასევე, მსოფლიო წამყვანი ამერიკული ლოგისტიკური კომპანია Arrow-ს (www.arrow.com) ევროპის ხელმძღვანელმა. ყურადღება გამახვილდა ქართული ინტეგრატორების პროფესიონალიზმზე და კავკასიის რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის შექნის ალბათობაზე. კომპანია „მაიჯიპიეს“-მა წარმოადგინა დეტალური გეგმა-ხედვა და გაანგარიშება როგორც ქალაქ თბილისის, ასევე მთელი საქართველოს ქართული პროდუქციით მომარაგების შესახებ. დეტალური გაანგარიშება მოიცავდა 10 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისში 60 მლნ ლარის დანაზოგს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 87 მლნ ლარის დანაზოგზე 10 წლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამის ქვეშ შუქ-დიოდური სანათების გამოყენებით არსებული გარე განათების სისტემის ჩანაცვლება უზრუნველყოფს მრავალ სხვა დამატებით სარგებელებს შორის თვითმმართველობების საბიუჯეტო მნიშვნელოვანი სახსრების გამოთავისუფლებას მათი სხვა მუნიციპალური გამოწვევების მოსაგვარებლად მიმართვის შესაძლებლობით და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებით. ქართული კომპანიის პროდუქციის მიმართ სანდოობა დადასტურებულ იქნა ქართულ პროდუქციაზე CREE LEDs ბრენდის გამოხატვის უფლების მინიჭებით, რაც დამატებითი ხაზგასმაა, რომ ამ პროდუქტის უკან დგას ამერიკული კომპანიის სანდოობა, პრესტიჟი და მსოფლიო იმიჯი. კომპანიის პროდუქციაზე მითითება განთავსდა CREE-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამერიკული კომპანია მზადყოფნას გამოხატავს ქართული საწარმოს გაფართოების შემთხვევაში დამატებითი ტექნოლოგიური და პროფესიული ზედამხედველობის პაკეტის შესთავაზოს, რაც თავის მხრივ ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე ოფიციალური შემოსვლას დაადასტურებს. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ დედაქალაქის მერი, ბატონი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილი, სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორი ბატონ ლევან შონია და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წამომადგენლები. ღონისძიებას სტუმრობდნენ აშშ პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის მაღალჩინოსნები, ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების წარმომადგენლები. კომპანია „მაიჯიპიეს“-ი დღესვე გახდა ამერიკული სავაჭრო პალატის ოფიციალური წევრის, რის შესახებაც განცხადება გააკეთა პალატის წარმომადგენელმა. შეხვედრისას გამოიკვეთა თანამშრომლობის საკმაოდ ბევრი პერსპექტივები ქართული საწარმოს მონაწილეობით უცხოელ პარტნიორებთან ერთად. იხილეთ ფოტოები
Details
პრეზიდენტ ობამას სტუმრებს შორის ქართველი მეწარმეებიც მოხვდნენ
აშშ პრეზიდენტის მასპინძლობით 2010 წლიდან იმართება მსოფლიო მეწარმეობის სამიტი (Global Entrepreneurship Summit), რომლის მიზანია ერთიან ასპარეზზე შეკრიბოს ინოვაციური იდეების მქონე დამწყები კომპანიები და პოტენციური ინვესტორები, რითაც ხელი ეწყობა მსოფლიო მასშტაბით იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას, საინვესტიციო რესურსების მოზიდვას, დოვლათის შექმნის ხელშეწყობას და მეწარმეობის სულისკვეთების წახალისებას გლობალური კეთილდღეობის შესაქმნელად. 2016 წლის 22-24 ივნისს მე-7 სამიტი (http://www.ges2016.org/) პრეზიდენტ ობამას პირადი მასპინძლობით (http://www.state.gov/e/eb/cba/entrepreneurship/ges/index.htm) გაიმართება სტენფორდის უნივერსიტეტში, სილიკონის ველში (Silicon Valley), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უმკაცრესი კრიტერიუმებით შერჩეული 100-100 პირი თითოეული კონტინენტიდან. რამდენიმე ათეული ათასი განაცხადი შევიდა კონკურსში მონაწილეობაზე მთელი მსოფლიოდან. ევროპიდან 100 ინოვატორ მეწარმეთა შორის შერჩეულ იქნა შპს „მაიჯიპიეს“-ის (www.mygps.ge)ოპერაციების დირექტორი დავით ჭიჭინაძე. კომპანიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი მიხეილ ჩაკაბერია, მოწინავე ამერიკული და ევროპული წარმოების კომპონენტების გამოყენებით საკუთარი ტექნოლოგიური დიზაინის საფუძველზე შექმნა შუქ-დიოდური სანათების სერია, რომელმაც უკვე მოიპოვა შესაბამისი სერტიფიკატები და აკრედიტირებული ლაბორატორიების დასკვნები დარგში საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებით. აღნიშნული ლედ-სანათების (www.mled.ge) წარმოება საქართველოში უკვე დაწყებულია და კომპანიის ფინანსური დირექტორის თემურ მატუას ინფორმაციით, ასეულობით სანათი უკვე მყუდროდ ანათებს საქართველოს ქუჩებს. შპს „მაიჯიპიეს“-ის ხელმძღვანელები კმაყოფილებით აღნიშნავენ კონკურსში გამარჯვების წარმატებას და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ლედ-სანათების საქართველოში საწარმოებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას.
Details